საქართველოს 128 ათასი მოქალაქე სესხს ვერ იხდის
უკიდურესი გაჭირვება ქვეყანაში და გაკოტრებული ხალხი - საქართველოს 128 ათასი მოქალაქე სესხს ვერ იხდის. საუბარია, როგორც ბანკიდან, ისე მიკროსაფინანსო ორგანიზაციებიდან აღებულ ფინანსურ ვალდებულებაზე. ჯამში ირკვევა, რომ ვადაგადაცილებული მსესხებლების რაოდენობა მთლიანი ოდენობის თითქმის რვა პროცენტს შეადგენს. ადამიანებმა იმდენი ხნის მანძილზე ვერ შეძლეს ფინანსური ვალდებულებების გასტუმრება, რომ ახლა დაგროვებული თანხა კოლოსალურ რაოდენობას აღწევს.