"უარესს მიზამენ ალბათ" - "ლაგუნა ვერეს" გათავისუფლებული დარაჯი თავს უსაფრთხოდ არ გრძნობს

25.01.23 11:00
"უარესს მიზამენ ალბათ" - "ლაგუნა ვერეს" გათავისუფლებული დარაჯი თავს უსაფრთხოდ არ გრძნობს

რეპრესიეები ინტევიუს გამო - "ლაგუნა ვერეს " დარაჯი, რომელიც სამსახურიდან  "ნოდარ მელაძის შაბათისთვის" მიცემული ერთი ინტერვიუს გამო გაუშვეს, თავს შეუძლოდ გრძნობს. 70 წლის ზაზა მელაძემ, რომელმაც "ლაგუნა ვერეს" ტერიტორიაზე 40 წელი იმუშავა, "ტვ პირველს" უთხრა, რომ თვს უსაფრთხოდ არ გრძნობს და ოლიგარქისგან უარესს რეპრესიებს ელოდება.

ამასთან, მელაძე ისევ ადასტურებს, რომ ტერიტორიიდან სადაც ახლა ივანიშვილი ე.წ. შუშის ჟირაფები აშენებს, რკინები ჯართში ნამდვილად ჩააბარეს. 

სიუჟეტის გამო გამათავისუფლეს სამსახურიდან. თანამშრომელმა მითხრა, თავისუფალი ხარო... ხვალ მიწევს მორიგეობა და ვერ გავდივარ. ძლივს გავათენე წუხელ ღამე, ისეთი გულის შეტევა მაქვს. ახლა, ამ წუთას, თქვენ რომ მირეკავდით წნევას ვიზომავდი და 200-ზე მაქვს, მანამდე 220 მქონდა, ძალიან ცუდად ვარ. ერთი პენსია მქონდა  და ეგ იყო ერთი 300 ლარი და ეგ იყო ჩემი შემოსავალი. მე 40 წელი ვიმუშავე და ასე უბედურად გამომაგდეს. ახლა უარესს მიზამენ კიდევ ალბათ. ბავშვებს არაფერი მოაწიონ, თორემ სხვას არ ვჩივი. თუ არ გავჩერდები, ალბათ უარესს მიზამენ კიდევ. 
წყალდიდობამ გაანადგურა, ხო... დამპალი „ტრუბები“ ჩააბარეს, გაწმინდეს იქაორობა, - ამბობს ზაზა მელაძე. 

 

პარალელურად,  ოლიგარქმა "ნოდარ მელაძის შაბათის"  მომზადებული რეპორტაჟის შემდეგ "ლაგუნა ვერეს" ტერიტორიაზე უსაფრთხოების ზომები გაამკაცრა. იქ  დაცვის სამსახურია მობილიზებული.

აგერ აწერია, რომ „შემოსვლა არ შეიძლება“, კამერებია... არ ჩაუბარებიათ, წყალმა წაიღო ყველაფერი.. ასე იყო, - უთხრეს "პირველებს" ადგილზე.