საკითხი სააკაშვილის რეანიმაციაში გადაყვანასთან დაკავშირებით არ დამდგარა - ზურა ჩხაიძე
საკითხი სააკაშვილის რეანიმაციაში გადაყვანასთან დაკავშირებით არ დამდგარა. მისი მდგომარეობა სტაბილურია, - ამის შესახებ ,,ვივა მედის" დირექტორმა ზურა ჩხაიძემ განაცხადა.
მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილს კოვიდი მსუბუქი ფორმა აქვს, თუმცა, ექიმები ნებისმიერი გამოწვევისთვის მზად არიან.
შეიკრიბა ექიმთა კონსილიუმი, რომლის გადაწყვეტილებითაც პაციენტი პალატაში რჩება. პალატა აუცილებელი აპარატურით აღჭურვილია. საკითხი სააკაშვილის რეანიმაციაში გადაყვანასთან დაკავშირებით არ დამდგარა.
ახლა შემიძლია, გითხრათ, მისი მდგომარეობა სტაბილურია. მას აქვს კოვიდის მსუბუქი ფორმა. ტემპერატურული რეაქცია არ აღენიშნება დღეს.
მოსალოდნელი რისკები, რა თქმა უნდა, არსებობს, მაგრამ ამ ეტაპზე მდგომარეობა სტაბილურია - განუცხადა მედიას ზურა ჩხაიძემ.
მიხიელ სააკაშვილი კოვიდინფიცირებულია. მესამე პრეზიდენტს კორონა ვირუსი კლინიკა "ვივამედში" გუშინ დაუდასტურდა.
ამ დრომდე უცნობია, როგორ, ან საიდან დაინფიცირდა სააკაშვილი, რადგან მასთან შესვლაზე რამდენიმე კვირაა, შეზღუდვებია დაწესებული.