ჭალადიდში ავტომობილი ამოტრიალდა - არიან დაშავებულები

14.02.23 13:09
ჭალადიდში ავტომობილი ამოტრიალდა - არიან დაშავებულები

ხობის რაიონში მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და  ხრამში ჩავარდა. მანქანა ამოტრიალდა. ავტოსაგზაო შემთხვევის ერთ-ერთ მიზეზად გადაჭარბებული სიჩქარე სახელდება. 

ადგილზე პოლიციაა მობილიზებული. შემთხხვევის შედეგად არავინ გარდაცვლილა, თუმცა მძიმედ დაშავდა 4 ადამიანი.