ფონიჭალაში სავარაუდო ნარკორეალიზატორის დაკავებას ხმაური მოჰყვა - ვიდეო
ხმაურია ამ წუთებში თბილისში, ფონიჭალის დასახლებაში, სადაც რამდენიმე საათია სპეცოპერაცია მიმდიარეობს. ,,პირველების" კამერამ გადაიღო, როგორ გადაიყვანეს ერთ-ერთი დაკავებული განყოფილებაში, ფაქტს სავარაუდო ნარკორეალიზატორის ოჯახის წევრების გაღიზიანება მოჰყვა.
,,პირველების" კორესპონდენტის ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები გორგასლის ქუჩაზე, რამდენიმე ლოკაციაზე ერთდროულად მუშაობენ.
გომელაურის უწყებაში ამბობენ, რომ თბილისსა და რეგიონებში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, 10-ზე მეტი პირია დაკავებული. თეიმურაზ კუპატაძემ არ გამორიცხა, რომ მათი რაოდენობა კიდევ უფრო გაიზარდოს.