მკვლელობა 25 ათასი დოლარის გამო - 31 წლის ქალმა ნაცნობს თავი ქვით გაუჩეჩქვა

14.02.23 20:10
მკვლელობა 25 ათასი დოლარის გამო - 31 წლის ქალმა ნაცნობს თავი ქვით გაუჩეჩქვა

მკვლელობა 25 ათასი დოლარის გამო - 31 წლის ქალი წინასწარი დაკავების იზოლატორში მძიმე დანაშაულზე ბრალის წარდგენას ელოდება. წინასწარი ინფორმაციით,  ზანდა უბილავამ  მის ნაცნობ ქალს წინასწარ ჩასაფრება მოუწყო, რადგან იცოდა, რომ ავტომობილში ფული ჰქონდა.

შემთხვევის ადგილზე მისულ სასწრაფო დახმარების ექიმებს გარდაცვლილის ცხედარი დაზიანებული დახვდათ. მისი ამოცნობა ვერავინ შეძლო.

სავარაუდო დამნაშავემ ქალს სასიკვდილო ჭრილობები მანქანაში ქვით მიაყენა,  ცხედარი თხრილში გადააგდო და მანქანიდან 25 ათასი დოლარი გაიტაცა.

დაკავებულის სახელზე ორი კომპანიაა რეგისტრირებული.  "პირველების" ინფორმაციით, ის ხე-ტყის ბიზნესით იყო დაკავებული.

ქალებს შორის კონფლიქტის და სასტიკი ანგარიშსწორების კიდევ ერთი ვერსია ვალს უკავშირდება, თუმცა გარდაცვლილის ახლობლები  ამ ვერსიას კატეგორიულად უარყოფენ.

უფრო ვრცლად ნახეთ მარიამ მაკასარაშვილის რეპორტაჟში. 

 

 

მსგავსი სიახლეები