რუსეთის მოქალაქე ამტკიცებს, რომ მახინჯაურში კიდევ ერთი საზღვაო ნაღმი იპოვა
ბათუმის მსგავსად, საზღვაო ნაღმი, სავარაუდოდ, მახინჯაურშიც ნახეს. რუსეთის მოქალაქე ირწმუნება, რომ ზღვაში მოტივტივე ობიექტი საზღვაო ნაღმს ჰგავს.
ფაქტის ამსახველ ვიდეომასალას ქალი სოციალურ ქსელში აქვეყნებს და დახმარებას ითხოვს.