სააპელაციოს გადაწყვეტილება ცნობილია - გოგი წულაიას პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდეს
გოგი წულაიას პატიმრობა მიუსაჯეს - როგორც "პირველებს" პოლიტიკოსის ადვოკატმა, ვალერი გელბახიანმა განუცხადა, სააპელაციო სასამართლომ პირველი ინსტანციის განაჩენი შეცვალა და პოლიტიკოსს პატიმრობა 138-ე მუხლის თანახმად მიუსაჯეს.
გელბახიანის თქმით, მოსამართლის განჩინებას ხვალ 12:00 საათზე ჩაიბარებს.
წულაია ციხის დატოვების შემდეგ ემიგრაციაში იმყოფება.
საქმე ეხება გახმაურებულ ამბავს, როდესაც პოლიტიკოსი სექსუალური ძალადობის ბრალდებით, 17 მარტს დააკავეს. სამი თვის შემდეგ კი, საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, გირაოს სანაცვლოდ ათავისუფლდა.