,,ლელო" ემიგრანტებთან დაკავშირებით ახალ პლატფორმას ქმნის
მამუკა ხაზრაძის ინიციატივით, პარტია ,,ლელო" ემიგრანტებთან დაკავშირებით ახალ პლატფორმას ქმნის.
ახალი მოძრაობის სამოქმედო გეგმა უახლოეს დღეებში გასაჯაროვდება. პარტია ,,ლელოს" ლიდერი ქვეყნიდან ემიგრაციის წამსვლელთა საგანგაშო სტატისტიკაზე საუბრობს და აცხადებს, რომ ეს ტენდეცია უნდა შეჩერდეს.
ბოლო 12 წლის განმავლობაში 23%-მა დატოვა ჩვენი ქვეყანა. ყოველი მეხუთე ადამიანი ჩვენს ქვეყანაში გამოკითხვების შედეგად ჩვენ ქვეყანაში ფიქრობს ქვეყნის დატოვებას, განსაკუთრებით ახალგაზრდები.ყოველი მესამე ახალგაზრდაა ამ ჩამონათვალში, რომელიც ვერ ხედავს თავის მომავალს საქართველოში. ეს იქნება საქართველოში დაფუძნებული მძლავრი გაერთიანება, იმისთვის, რომ ჩვენ დავიწყოთ ჩვენს ემიგრანტებთან ინტენსიური ურთიერთობა და მათთან ერთად შევქმნათ ის პლატფრომა, რომელიც გაუადვილებს ჩვენს ემიგრაციას საქართველოსთან კავშირს, დაბრუნებასა და საქართველოს აღმშენებლობას. ემიგრანტების ხმა ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენ უნდა მივაღწიოთ იმას, რომ ემიგრანტების ჩართლობა იყოს არჩევნებში, - ამბობს მამუკა ხაზარაძე.