25 000 ლარის გამო მკვლელობაში ბრალდებულს 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება
48 წლის ქალის მკვლელობისთვის დაკავბეული ზანდა უბილავა ბრალის წარდგენის მოლოდინშია. 31 წლის ქალს ბრალის დადგენილება რამდენიმე საათში წინასწარი მოთავსების იზოლატორში გააცნობენ. მას გამოძიება ხათუნა ლაზარიას მკვლელობას ედავება. საქმის მასალების მიხედვით, ბრალდებულმა ქალი 25 ათასი ლარის გამო ქვით მოკლა, ცხედარი კი ერთ-ერთ სოფელში გზაზე დატოვა.
დაკავებულს 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
ცნობისთვის, ქალებს შორის კონფლიქტის და სასტიკი ანგარიშსწორების კიდევ ერთი ვერსია ვალს უკავშირდება, თუმცა გარდაცვლილის ახლობლები ამ ვერსიას კატეგორიულად უარყოფენ.