დედაქალაქის 100 000-მდე მგზავრი სათანადო სატრანსპორტო მომსახურებას ვერ იღებს - კალაძე
დედაქალაქის მერი აღიარებს, რომ 100 000-მდე მგზავრი სათანადო სატრანსპორტო მომსახურებას ვერ იღებს. კახა კალაძე ამის მიზეზად ქალაქში არსებულ პრობლემურ კვანძებს ასახელებს.
ამჟამად დედაქალაქში გვაქვს 12 პრობლემური კვანძი. [...] რომელიც ძალიან დიდი პრობლემას წარმოადგენს საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის. საზოგადოებრივი ტრანსპორტი, დაახლოებით, 1 500-მდე ბრუნს ვერ აკეთებს. ეს არის ძალიან დიდი ციფრი, ეს პირდაპირ ნიშნავს, რომ 100 000-მდე მგზავრი ვერ იღებს სათანადო მომსახურებას. [...] ამ პრობლემური კვანძების უმრავლესობა მდებარეობს საზოგადოებრივი ტრანსპორტის 10 ძირითად დერეფანზე და გავლენას ახდენს ავტობუსის მარშრუტების გამართულ ფუნქციონირებაზე, -აღნიშნულია კახი კალაძის განცხადებაში.
კალაძის ასევე, დედაქალაქის მასშტაბით აღნიშნული კვანძების მოსაწესრიგბელად სამუშაოებს აანონსებს.
დაპირებისამებრ, ვიწყებთ აღნიშნული კვანძების მოწესრიგებას. კერძოდ, დღეიდან დაიწყება ბელიაშვილისა და ბალანჩინის ქუჩების კვეთაზე სამუშაოები, შაბათიდან თავხელიძის ქუჩიდან ალექსანდრე ყაზბეგის გამზირისა და ჟვანიას მოედნის მიმართულებით დაიწყება სამუშაოები, - ამბობს კახი კალაძე.