1 აპრილამდე მინდელის ხიდიდან ბალანჩინისა და ბელიაშვილის კვეთამდე მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება
დღეიდან 1-ელ აპრილამდე ავტომანქანების გადაადგილება ნაწილობრივ შეიზღუდება მინდელის ხიდიდან ბალანჩინისა და ბელიაშვილის ქუჩების კვეთამდე.
ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
მიზეზი ბელიაშვილის ქუჩაზე დაგეგმილი სარეკონსტრუქციო სამუშაოებია.
მათი ცნობით, ქუჩის სარეკონსტრუქციო სამუშაოები ძირითადად ღამის საათებში, 23:00 საათიდან 07:00 სთ-მდე იწარმოებს, ხოლო დღის განმავლობაში, სატრანსპორტო საშუალებების ინტენსიური მოძრაობისას, აღნიშნული შეზღუდვა მოიხსნება და გადაადგილება შეუფერხებლად იქნება შესაძლებელი.