ინციდენტი საოკუპაციო ხაზთან - ოკუპანტები სოფელ დიცში შეიჭრნენ

08.05.21 11:07
ინციდენტი საოკუპაციო ხაზთან - ოკუპანტები სოფელ დიცში შეიჭრნენ

მორიგი პროვოკაცია საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან - ოკუპანტებმა ავტომობილით საოკუპაციო ღობე გაარღვიეს  და ოკუპირებული ტერიტორიიდან სოფელ დიცში შეიჭრნენ. თვითმხილველის თქმით, პირი  იყო შეიარაღებული,ნასვამი  და იგინებოდა. ადგილობრივების თქმით,  რუსმა სამხედროებმა ავტომობილს  ცეცხლი გაუხსნეს. ქართველი სამართალდამცავების მხრიდან ფაქტზე რეაგირება არ მომხდარა.

მსგავსი ინციდენტი აღდგომის დღესასწაულზე სოფელ ხურვალეთშიც მოხდა,სადაც ოკუპირებული ტერიტორიიდან ქართული სოფლის მიმართულებით 4 პირი გადავიდა. მათ სასაფლაოზე მისვლა უნდოდათ, თუმცა ქართველმა სამართალდამცავებმა უკან, ოკუპირებულ ტერიტორიაზე გააბრუნეს.

მსგავსი სიახლეები