რუსეთის შიში უნდა დავძლიოთ და ერთად შევიყაროთ უკრაინის მხარდამჭერ აქციაზე - იულონ გაგოშიძე

24.02.23 13:33
რუსეთის შიში უნდა დავძლიოთ და ერთად შევიყაროთ უკრაინის მხარდამჭერ აქციაზე - იულონ გაგოშიძე

მეცნიერი იულონ გაგოშიძე ხალხს მოუწოდებს დღეს რუსთაველზე, უკრაინის მხარდამჭერ აქციაზე მივიდნენ.

გაგოშიძე ამბობს, რომ რუსეთის შიში უნდა დავძლიოთ, რომელიც ასე ძლიერად არის გამჯდარი ბევრში.

ერთი ოცნება მაქვს, რომ აღარ იყოს საჭირო მომოვალაში ასეთი თავშეყრები. ჩვენი შვილები, შვილიშვილები, შვილთაშვილები რომ აქ იყვნენ და ამ ბედნიერი საქართველოში იცხოვრონ და რაც მთავარია, მე თვითონ მინდა მოვესწრო ამას. იმედი მაქვს რომ მოვესწრები და ამისთვის მჭირდება მთელი ხალხის მხარდაჭერა. ქართველებო, შევიყაროთ ერთად. აქ უნდა გავიმარჯვოთ, აქ, ჩვენივე ფსიქოლოგიაზე, რუსეთის შიში უნდა დავძლიოთ, რომელიც ძალიან გამჯდარია ბევრში", - ამბობს იულონ გაგოშიძე.

რუსთაველზე სამზადისი დაწყებულია. დიდი შეკრება უკრიანის მხარდასაჭერად ზუსტად 7-ზე გაიმართება. ქუჩაში გადის ასობთ ადამიანი, ყველა, ვინც ფიქრობს, რომ  უკრაინის ხმარდაჭერა დღეს თითოეული ჩვენგანის ვალია. ღირსების, თავისუფლებისაა და გამარჯვების სახელით, გარეთ იდგებიან ახალგაზრდებიც.სტუდენტები პოლიტიკისგან დაცლილ, სამოქალაქო პროტესტს შეუერთდებიან პოლიტიკოსებიც, ყოფილი პრეზიდენტი ყოფილი პირველი ლედი, მომღერლები, მსახიობები და მოკლედ ყველა, ვინც თვლის, რომ პუტინის აგრესია ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს.
 

მსგავსი სიახლეები