ეპისკოპოსის სატელევიზიო აღსარება და განსაცდელი - მეუფე ანტონი ამტკიცებს, რომ გაკოტრდა
ეპისკოპოსის განსაცდელი - მეუფე ანტონი ამტკიცებს, რომ გაკოტრდა. წმინდა სინოდის ერთ-ერთი უმდიდრესი სასულიერო პირი "შაბათის ეთერს" ეუბნება, რომ მას ბიზნეს პრაქტიკულად აღარ დარჩა.
მაღალი იერარქი ამტკიცებს, რომ ბიზნესპარტნიორები მას არაკეთილსინდისიერად მოექცნენ.
ბოლო იმედი, რაც მეუფე ანტონს ქონდა ეს მისი სწრაფი კვების ობიექტები უნდა ყოფილიყო, ამბობს, რომ მანვე გამოიგონა "ქართული კვების ობიექტი", თუმცა დირექტორმა, რომელიც ამერიკიდან ჩამოიყვანა, ყველაფერი ამერიკულად დაიწყო, თუმცა "ქართულად დაამთავრა".
“ყველაფერი დავიწყე რაც კი იყო, თევზი, თაფლი, ვერ მოვძებნე ადამიანი, ყველამ იცუღლუტა, საქმის წამოწყებაა კი არაა ძნელი, ადამიანების მოძებნაა ძნელი.
მოვპარე ვინმეს? წავართვი ვინმეს? რატომ აზარებთ შეძლებულ კაცს საზოგადოებას? ეკლესია როდისმე ამბობდა, რომ ქონება ცოდვა არის და სიმდიდრე ცოდვაა? სიმდიდრისკენ უხერხული გზებით სიარული არის ცოდვა, თორემ მდიდარმა კაცმა უნდა გაარკვიოს ის ფლობს სიმდიდრს თუ სიმდიდრე ფლობს მას.
ჯარისკაცი არის ჯარისკაცი, არ აქვს უფლება მანქანა ემსახურებოდეს, მაგრამ როდესაც გენერალი ხდება, მას უკვე აქვს უფლება მანქანაც ჰყავდეს. თქვენ იმას კი არ ამბობთ, რომ მღვდელთმთავარია, ბერია და ბერს არ აქვს უფლება”, -აცხადებს მიტროპოლიტი.
მეუფე ანტონი "შაბათის ეთერთან" ხსნის სქემას, რომელიც მისივე მტკიცებით, ეპარქიის ფინანსურ გაჯანსაღებას მოემსახურება.
მეუფე ფულის შოვნის მეთოდებზე და მის მიერ მომზადებულ სქემებზე ახალბედა მღვდლებს ტრეინინგებსაც კი უტარებს.
მეუფე ანტონის გაკოტრებული ბიზნესები - ნახეთ, თამთა დოლენჯაშვილის რეპორტაჟი