ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონატში სახალხო დამცველს არ შეუშვებენ

09.05.21 15:38
ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონატში სახალხო დამცველს არ შეუშვებენ

გაეროს ბავშვთა დაცვის კომიტეტის მოთხოვნის მიუხედავად, ნინოწმინდის პანსიონატში სახალხო დამცველს მაინც არ შეუშვებენ. მეუფე სპიროდონის პატრონაჟის ქვეშ მყოფ ბავშვთა პასნიონატში მონიტორინგის განხოციელების უფლებას არც სახელმწიფო უწყებებს აძლევენ.

სინოდის წევრის, მეუფე ნიკოლოზის, მტკიცებით, გაეროს ბავშვთა კომიტეტის დადგენილებაში მონიტორინგის განხორციელების მოთხოვნა არ ჩანს.

წავიკითხე გაეროს დადგენილება და არ დააკმაყოფილა ეს მოთხოვნა, იმიტომ რომ ესე თქვა, რომ ის რომ სახალხო დამცველს ეჭვი ეპარებათ, რომ იქ უხეში დარღვევაა ადამიანის უფლებების, ეს არ არის საკმარისი, რომ ამ ბავშვთა სახლის მიმართ აღიძრას რაიმე ტიპის ქმედება. თუ სამართლებრივად ვალდებულება არ გვექნება, არავითარ შემთხვევაში არ შევუშვებთ", - ამბობს მეუფე ნიკოლოზი.

შეგახსენებთ, რომ 2021 წლის 15 აპრილს სხალთის ეპისკოპოსმა სპირიდონმა სახალხო დამცველის წარმომადგენლები ნინოწმინდის ბავშვთა სახლში არ შეუშვა. ომბუდსმენის წარმომადგენლებს ადგილზე ვითარება უნდა შეესწავლათ. 

ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონატში 57 აღსაზრდელი ცხოვრობს.

მსგავსი სიახლეები