2 გაქცეული და 5 დაკავებული - მწყემსების რეკეტი და ე.წ. კანონიერი ქურდის მიერ გადაწყვეტილი დავა

01.03.23 20:16
2 გაქცეული და 5 დაკავებული - მწყემსების რეკეტი და ე.წ. კანონიერი ქურდის მიერ გადაწყვეტილი დავა

2 გაქცეული და 5 დაკავებული. პოლიცია მწყემსების რეკეტის ორგანიზებაში ბრალდებულებს მთელი ქვეყნის მასშტაბით ეძებს. ბრალდებულებმა იარაღის მუქარით მწყემსები ფარდულში ჩაკეტეს და 1068 ცხვარი გაიტაცეს. კონფლიქტი ფერმერებს შორის საძოვრების გამო დაიწყო. 50 წლის გელა ბადუაშვილმა საქმეში კრიმინალური ავტორიტეტი ჩართო, რომელმაც ვერდიქტი გამოიტანა და ცხვრები ბადუაშვილს მიაკუთვნა. 

ამის შემდეგ კი ფერმერმა 4 პირთან ერთად კანონიერი ქურდის განაჩენის აღსრულება გადაწყვიტა და მეცხვარეებს მიაკითხა. მუქარისა და ძალის გამოყენებით მეცხვარეები ჩაკეტეს და ფარა წაიყვანეს.  5 ბრალდებული სამართალდამცველებმა მალევე დააკავეს. თუმცა ბაdუაშვილმა და კიდევ ერთმა პირმა გაქცევა მოახერხეს და ახლა მათზე ძებნაა გამოცხადებული.

დეტალები ნახეთ, სოფო ნიაუ

 

 

რის რეპორტაჟში.

 

 

მსგავსი სიახლეები