მზადება მასშტაბური პროტესტისთვის - რიონის მცველებმა გურიაში შეხვედრები გამართეს

09.05.21 17:20
მზადება მასშტაბური პროტესტისთვის - რიონის მცველებმა გურიაში  შეხვედრები გამართეს

რიონის ხეობის მცველები 23 მაისის აქციისთვის ემზადებიან. ნამოხვანჰესის მოწინააღმდეგეებმა მოსახლეობასთან შეხვედრები ლანჩხუთსა და ოზურგეთში გამართეს. ვარლამ გოლეთიანის თქმით, შეხვედრის ორგანიზება მოსახლეობამ თვითონვე მოახდინა.

ამ ადამიანებმა თავინთ ქალაქებში თვითონ დააორგანიზეს, გამოთქვეს სურვილი, რომ მოსახლეობას შევხვედროდით და მკაფიოდ მიგვეტანა სათქმელი ამ ადამიანებამდე და ამას ემსახურება ეს გასვლები ქალაქებში. ჩვენ სანამ შედეგს არ მივიღებთ, არ ვაპირებთ, რომ დავიშალოთ", - ამბობს გოლეთიანი.

ნამოხვანჰესის მოწინააღმდეგეები მასშტაბურ აქციას 23 მაისს, თბილისში, გამართავენ.