შეწყდეს ჟურნალისტების დევნის ტენდენცია - კოალიცია "მედიის ადვოკატირებისთვის"

09.05.21 17:53
შეწყდეს ჟურნალისტების დევნის ტენდენცია - კოალიცია "მედიის ადვოკატირებისთვის"

კოალიცია "მედიის ადვოკატირებისთვის" მოითხოვს, დაუყოვნებლივ შეისწავლოს სასულიერო პირების მიერ ჟურნალისტების დევნის შემთხვევები, მათ შორის "მთავარი არხის" ჟურნალისტ ირაკლი ვაჩიბერაძეზე სასულიერო პირების მხრიდან განხორციელებული თავდასხმის ფაქტი. 

მედიაკოალიცია სასულიერო პირების მხრიდან ჟურნალისტებზე თავდასხმებს გმობს. კოალიცია „მედიის ადვოკატირებისთვის“ წევრი ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ სასულიერო პირების მხრიდან ჟურნალისტებზე სიტყვიერი და ფიზიკური თავდასხმები საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაუყოვნებლივ უნდა შეისწავლოს. მედიაკოალიცია სასულიერო პირების მხრიდან ჟურნალისტებზე თავდასხმებს გმობს და მოითხოვს შეწყდეს ჟურნალისტების დევნის ტენდენცია. მედიაკოალიცია მოუწოდებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუყოვნებლივ შეისწავლოს სასულიერო პირების მიერ ჟურნალისტების დევნის შემთხვევები. მათ შორის, დაიწყოს გამოძიება "მთავარი არხის" ჟურნალისტის ირაკლი ვაჩიბერაძის მიმართ გამოვლენილი ძალადობისა და ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონო ხელშეშლასთან დაკავშირებით", - წერს კოალიცია.

მსგავსი სიახლეები