უამინდობა საქართველოში - ბახმაროში თოვს

09.05.21 19:37
უამინდობა საქართველოში - ბახმაროში თოვს

ბახმაროში თოვლი მოვიდა. მთელი ქვეყნის მასშტაბით ამინდი დღეს გაუარესდა. სტიქიამ ქარელის რაიონი დააზარალა, ატენში კლდე ჩამოიშალა და საავტომობილო მოძრაობა შეაფერხა. კლდის ნაწილი ჩამოიშალა ასევე გვერძინეთი-ტყემლოვანას მონაკვეთზე.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოში ძლიერი წვიმა 10 მაისის ჩათვლით გაგრძელდება.