სტიქია თეთრიწყაროში - სეტყვამ 10 სოფელი დააზარალა
სტიქია თეთრიწყაროში - ძლიერი სეტყვის შედეგად 10-მდე სოფელი დაზარალდა. სეტყვა ნახევარი საათის განმავლობაში გრძელდებოდა.
ადგილობრივების თქმით, სტიქიამ სახნავ-სათესი მიწები და ხეხილის ბაღები დააზარალა.
დაგვიზიანდა ვენახები, კარტოფილები აღარაა, მსხვილი სეტყვა მოდიოდა, ლობიო აღარაა, ყველაფერი დაზიანებულია, სხვა შემოსავალი ჩვენ არ გვაქვს - ამბობს ადგილობრივი ტვ პირველთან.
ადგილობრივები ხელისუფლებას დამხარებას სთხოვენ. ადგილზე მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები ჯერ არ გამოჩენილან.