სასულიერო პირების მხრიდან ძალადობა ტენდეცია გახდა და მშვიდობას არღვევს - ,,სოციალური სამართლიანობის ცენტრი"

10.05.21 13:33
სასულიერო პირების მხრიდან ძალადობა ტენდეცია გახდა და მშვიდობას არღვევს - ,,სოციალური სამართლიანობის ცენტრი"

სოციალური სამართლიანობის ცენტრი (ყოფილი EMC) ბოლო კვირებში სასულიერო პირების მონაწილეობით ჩადენილი ძალადობის შემთხვევებს გმობს და სახელმწიფოს ეფექტური გამოძიებისკენ მოუწოდებს. ორგანიზაცია ასევე საპატრიარქოს მიმართავს, საჯაროდ გაემინჯოს ძალადობას.

 მოვუწოდებთ საქართველოს საპატრიარქოს, საჯაროდ გაემიჯნოს მოქალაქეების და ჟურნალისტების მიმართ გამოვლენილი ძალადობის პრაქტიკას და მიიღოს ზომები ეკლესიის შიგნით მშვიდობიანი და უსაფრთხო გარემოს შექმნისა და მოძალადე სასულიერო პირების მიმართ შიდა საეკლესიო სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებისთვის.  ბოლო კვირებში სასულიერო პირების მონაწილეობით სავარაუდო დანაშაულის არაერთი სამწუხარო ინციდენტი დაფიქსირდა, რომელიც ძალადობის პრაქტიკის ხასიათს იღებს.  ამ ინციდენტებში მაღალი სასულიერო იერარქების მონაწილეობა კი ძალადობის ნორმალიზებასა და წახალისებას ახდენს და ეკლესიის გავლენების გათვალისწინებით, სოციალურ მშვიდობას არღვევს", - აღნიშნულია განცხადებაში. 

 ,,სოციალური სამართლიანობის ცენტრის" განცხადებაში საუბარია რამდენიმე შემთხვევაზე, მათ შორის ,,მთავარი არხის" ჟურნალისტ ირაკლი ვაჩიბერიძეზე რამდენიმე დღის წინ მიტროპოლიტის მხრიდან ფიზიკურ ძალადობაზე, ასევე რუისისა და ურბნისის ეპარქიაში დეკანოზ თეიმურაზ თათარაშვილზე მაღალი იერარქიის სასულიერო პირის მხრიდან განხორციელებულ სავარაუდო ძალადობის ფაქტზე.