მელიას გამოსვლის შემდეგ კონსულტაციები სხვა პარტიებთანაც გვექნება - უდუმაშვილი

10.05.21 15:11
მელიას გამოსვლის შემდეგ კონსულტაციები სხვა პარტიებთანაც გვექნება - უდუმაშვილი

"ნაციონალური მოძრაობა" ადგილობრივ არჩევნებზე თბილისის მერობის კანდიდატი სავარაუდოდ, ნიკა მელია იქნება. ზაალ უდუმაშვილის თქმით, კონსულტაციები სხვა პარტიებთანაც გაიმართება.

თუ დღეს შანსებზე შეგვიძლია ვისაუბროთ, რომ ის იქნება ფავორიტი და შეძლებს "ქართული ოცნების" კანდიდატის დამარცხებას ეს ერთადერთი არის ნიკა მელია და არის უალტერნატივო. ჩვენ კონსულტაციები სხვა პარტიებთანაც გვექნება ნიკას გამოსვლის შემდეგ, თუ რა სტრატეგიას ავირჩევთ ამ არცევენბზე, რომელიც არის რეფერენდუმი, რომელმაც უნდა გადაწყვიტოს ამ ქვეყნის მომავალი და მათ შორის ვადამდელი არჩევნების ბედიც. ჩვენ მოგვიწევს გაერთიანება და საერთო პოზიციების გამონახვა ყველა ოპოზიციურ პარტიას ვგულისხმობ," - ამბობს ზაალ უდუმაშვილი. 

მსგავსი სიახლეები