სისხლიანი გარჩევა თბილისში - დაჭრილია 4 პირი
სისხლიანი გარჩევა თბილისში - სოფელ დიღომში 4 პირი დაჭრეს. წინასწარი ინფორმაციით, დაჭრილთაგან რამდენიმეს ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობები აღენიშნება. არსებული ინფორმაციით, საქმეში ფიგურირებს დანაც.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე და 117-ე მუხლებით დაიწყო, რაც სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.
ოთხივე დაჭრილი საავადმყოფოშია გადაყვანილი, მათ გადაუდებელი ოპერაცია გუშინვე ჩაუტარდათ.
პოლიციას დაკავებული ამ დრომდე არ ჰყავს.