პროტესტის უკიდურესი ფორმა ჭიათურაში - სამმა ადამიანმა პირი ამოიკერა
პროტესტის უკიდურესი ფორმა ჭიათურაში - კომპანია "ჯორჯიან მანგანეზის" საქმიანობით დაზარალებულმა სამმა ადამიანმა პირი ამოიკერა.
მათი თქმით, კომპანია საცხოვრებელი სახლების ქვეშ მადანს მოიპოვებს. სამუშაოების შედეგად სახლები დაიბზარა, სახნავ-სათესი მიწები კი დაიმეწყრა.
სოფელ შუქრუთის მაცხოვრებლები კომპენსაციას ითხოვდნენ, რაზეც კომპანიის მხრიდან უარის მიღების შემდეგ ნაწილმა პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართა.