ქართველი რეპერი Kazzy Jazz გარდაიცვალა
28 წლის ქართველი რეპერი, Kazzy Jazz, იგივე გიორგი იოსელიანი, გარდაიცვალა. მეგობრების ინფორმაციით, სიკვდილის მიზეზი ტრომბი გახდა.
Kazzy Jazz წყალტუბოში ცხოვრობდა. იგი ავტორია სიმღერებისა ,,დავარღვევ სიჩუმეს", ,,სალამი მამაქალაქიდან". გიორგი იოსელიანი მონაწილეობდა ქართულ All Star პროექტებში - ,,სისტემა უნდა დაინგრეს", ,,ჩემი ქალაქი".