"ხელფასს არ გვიხდიან და გვემუქრებიან" - ევროპაში ქართველი მძღოლების პროტესტმა იფეთქა
ევროპაში ქართველი მძღოლების პროტესტმა იფეთქა. საქართველოს 200-მდე მოქალაქე შრომიის არაადამიანურ პირობებს აპროტესებს. ემიგრანტი ტრაილერის მძღოლები ევროპის სხვადასხვა ქვეყნებიდან ამბობენ, რომ უკვე 55 დღეა მუშაობენ, მაგრამ დამსაქმებელი ანაზღაურებას არ უხდის.
ევროპაშიი ლეგალურად დასაქმებულიი ქართველები ამბობენ, რომ გაფიცვის გამო მათი მისამართით მუქარა არ წყდება.
დაახლოებით 200 მანქანა ვართ გაჩერებული, ქართველები. ერთი კვირაა, ორშაბათიდან გაჩერებულები ვართ ხელფასების გამო. სადღაც 55 დღის ხელფასი გვაქვს ასაღები. კომპანიასტან გვქონდა კონტაქტი, იქიდან იყო იქით მუქარები, თანხაზეც არ იყო საუბარი. ბოლოს წამოვიდნენ იმაზე, რომ კვირა დღეებს აანაზღაურებდნენ მარტო, - ამბობს ერთ-ერთი მძღოლი.
პროტესტის მონაწილეები დახმარებას საქართველოს მთავრობას სთხოვენ.
გვესაჭრიეობა მთავრობოს თანადგომა. გერმანიის საელჩომ დამაკავშირა პოლონეთში საქართველოს საელჩოსთან. ვესაუბრეთ იურისტებს. პროცესი, როგორც ჩანს, იქნება ხანგძლივი. ბოლო წუტამდე არ ვაპირებთ დაშლას, სანამ თითოეულ თეთრს, რაც კი გვეკუთვნის არ ჩაგვირიცხავს, - ამბობს მძღოლი.