"გვიხარია, რომ იუვენტუსის შავი და თეთრი ფერები წალენჯიხაშიც იქნება" - ინტერვიუ იუვენტუსის აკადემიის მენეჯერთან
ინტერვიუ იუვენტუსის აკადემიის მენეჯერთან - დავიდე ფორმაცა წალენჯიხაში საფეხბურთო აკადემიის საქმიანობას პირადად დააკვირდება.
იტალიელი მენეჯერი პარტია "ლელოსთან" გაფორმებული ხელშეკრულების შემდეგ ამბობს, რომ ქართული ფეხბურთის შესახებ ბევრი სმენია.
ტურინში საგანგებო კონტრაქტზე მამუკა ხაზარაძესთან ერთად, ხელის მოწერის შემდეგ ფორმაცა ამბობს, რომ ეს იქნება შანსი ქართველი ახალგაზრდებისთვის, რომ დიდ ფეხბურთში პირველი ნაბიჯები წარმატებულად გადადგან.
"გვიხარია, რომ იუვენტუსის შავი და თეთრი ფერები წალენჯიხაშიც იქნება"- ამბობს დავიდე ფორმაცა.
ეს არის მნიშვნელოვანი თვითონ კლუბისთვისაც პროექტოს ფარგლებში რომელიც გულისხმობს იმას რომ იუვენტუსის შავ-თეთრი ფერები იყოს ყველგან, ეს არის ჩვენი მიზანი მე ვარ ამაყი რომ ვართ საქართველოში, იუვენტუსი უდიდესი ისტორიის მქონე კლუბია რომელიც ოდითგანვე უდიდესი მიზნებისთვის იბრძოდა, ძალიან ბევრ ქვეყანაში გვაქვს მსგავსი პროექტი და ჩვენი სკაუტებიც რა თქმა უნდა მთელი მსოფლიოს მასშტაბით აკვირდებიან ფეხბურთელებს, ისინი დააკვირდებიან ახალგაზრდა ქართველებსაც , ჩვენ ძალიან ბევრი ვიცით ქართულ ფეხბურთზე ეს არის ქვეყანა რომელმაც ძალიან ბევრი კარგი ფეხბურთელი გამოზარდა"- ამბობს იუვენტუსის აკადემიის მენეჯერი,დავიდე ფორმაცა.