სავარაუდო მუქარა გიორგი ჩალაძის მიმართ - შსს-მ გამოძიება დაიწყო

01.04.23 11:50
სავარაუდო მუქარა გიორგი ჩალაძის მიმართ - შსს-მ გამოძიება დაიწყო

გიორგი ჩალაძის მისამართით განხორციელებულ სავარაუდო მუქარის ფაქტზე პოლიციამ გამოძიება დაიწყო. "პირველების" ინფორმაციით, გამოკითხეს მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების შტაბის ხელმძღვანელიც.

ჩალაძე ამტკიცებს, რომ მისი ავტომობილი გუშინ აფეთქებას გადაურჩა. მისი ინფორმაციით, საწვავი პირდაპირ ცხელ ძრავზე იღვრებოდა, რასაც შესაძლოა, ხანძარი და აფეთქება მოჰყოლოდა.