ჯარიმა თუ პატიმრობა - სასამართლო გიორგი მუმლაძის საქმეზე მსჯელობს
თბილისის საქალაქო სასამართლო ამ წუთებში გიორგი მუმლაძის საქმეზე მსჯელობს. პროცესზე სამოქალაქო აქტივისტს ალეკო მილორავას გამოკითხავენ. ის მარტის აქციაზე რუსთაველზე იყო, როცა მუმლაძე პოლიციამ დააკავა. გიორგ მუმლაძეს პოლიციის დაუმორჩილეობლობას და წვრილმან ხულიგნობას ედავება.
ენმ-ს საორგანიზაციო მდივანი საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს და ამბობს, რომ მის წინაააღმდეგ მტკიცებულებები არ არსებობს.
პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეებზე თავიდან ბოლომდე სანქცირებული მართლმსაჯულება ახორციელებს განსხვავებული აზრის მქონე ადამიანების დევნას და გამოვლინებაა სწორედ ის, რომ წინა საქმეებზეც ისე დაუწერეს ადაიანებს ჯარიმები, რომ საერთოდ არ იყო მტკიცებულებები ამ საქმეში. ერთადერთი მტკიცებულება იყო, რომ პოლიცია ამტკიცებდა, რომ ჩვენ ვარღვევდით კანონს. არც ვიდეომტკიცებულებებით არც სხვა რაიმე ობიექტური გარემოებებით არ დადასტურდება რომ ვინმე რამე სამართალდაღვევას სჩადიოდა ადგილზე, - ამბობს მუმლაძე.
რა გადაწყვეტილებას გამოიტანს მოსამართლე მანუჩარ ცაცუა ცნობილი რამდენიმე საათში გახდება.