პუტინის რეჟიმმა შესაძლოა, ალა პუგაჩოვას წინააღმდეგ გამოძიება დაიწყოს
პუტინის რეჟიმმა შესაძლოა, ცნობილი სახალხო არტისტის, ალა პუგაჩოვას წინააღმდეგ გამოძიება დაიწყოს - შესაბამისი მოთხოვნა რუსეთის უსაფრთხოებისა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ფედერალური პროექტის ხელმძღვანელმა ვიტალი ბოროდინმა დააყენა.
მისი მტკიცებით, მომღერალი უკრაინაში "სპეცოპერაციის" კრიტიკას აგრძელებს:
გთხოვთ შეამოწმოთ ალა ბორისოვნა პუგაჩოვა უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის ფინანსურ დახმარებაზე - ნათქვამია გაგზავნილ დოკუმენტში.
ბოროდინი მიმართვაში აღნიშნა, რომ ისრაელში მყოფი პუგაჩოვა მხარს უჭერს კულტურისა და ხელოვნების იმ მოღვაწეებს, რომლებმაც დატოვეს რუსეთი და აქტიურად აკრიტიკებენ რუსეთს და ფინანსურად ეხმარებიან უკრაინას.
„ადრე, ფედერალურმა პროექტმა დაადგინა უცხოური დაფინანსება ალა პუგაჩოვას საქმიანობისა და დასავლურ დაზვერვის სამსახურებთან მის კავშირებზე“, - თქვა მან.