მკვლელი გარეთაა, ჩამმა შვილმა რეალური დამნაშავე პოლიციას დაუსახელა - 14 წლის ბიჭის მკვლელობაში მსჯავრდებულის დედა
14 წლის საბა მამფორიას მკვლელობაში მსჯავრდებულის დედა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებას აპროტესტებს.
17 წლის ერეკლე ცანავას ოჯახის წევრი ამტკიცებს, რომ მისი შვილი უდანაშაულოა და განაჩენს გაასაჩივრებს.
მისივე თქმით, დაკითხვისას დაკავებულმა პოლიციას დაუსახელა "რეალური დამნაშავის" ვინაობა, თუმცა სამართალდამცავებს რეაგირება არ მოუხდენიათ:
„დამნაშავე გარეთ დადის და გარდაცვლილის ოჯახს ტვინს უბურღავენ იმით, რომ დამნაშავე ჩამი შვილია. დამნაშავე გარეთ არის. მოვითხოვ სათითაოდ ყველას დაკავებას. დაკითხვის მომენტიდან ვიმყოფებოდი და მას არ უღიარებია დანაშაული, ითანამშრომლა გამოძიებასთან და დაასახელა ვინ არის ნამდვილი მკვლელი. სადავოს ვხდი. მიუსაჯეს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომელიც მას არ ჩაუდენია. გავასაჩივრებ ამას ისე არ დავტოვებ. არ აღიარებდა ბრალს ეს არის ცრუ ინფორმაცია, რომელიც მას არ გაუკეთებია და მას არ უღიარებია.“ - თქვა მსჯავრდებულის დედამ.
ზუგდიდში გასულ წელს მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული არასრულწლოვანი ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ დამნაშავედ ცნო. 17 წლის ბიჭი მოსამართლემ ციხეში 12 წლით გაუშვა