ხმაური, დაპირისპირება და მუქარა სუს-ით - მამაკაცმა ალკოჰოლის მოპარვა სცადა და მაღაზიის კარი ჩაამსხვრია
ხმაური, დაპირისპირება და მუქარა სუს-ით, სპარის მაღაზიათა ქსელში. ახლაგაზრდა მამაკაცი კონსულტანს შეურაცხყოფას აყენებდა და აგინებდა.
ყველაფერი მას შემდეგ დაიწყო, რაც მაღაზიაში შესულმა ახალგაზრდამ ალკოჰოლის მოპარვა სცადა. მისი შეჩერების შემდეგ კი ქურდობის მცდელობაში მხილებული კაცი წყობიდან გამოვიდა და მინის ბოთლებით მაღაზიის ვიტრაჟი ჩაამსხვრია.
ახალგაზრდა მამაკაცი დაკავებულია. მას ახლა მთაწმინდა-კრწანისის განყოფილებაში კითხავენ.
უნდოდა, რომ მაღაზიიდან ალკოჰოლი გაეტაცებინა დიდი რაოდენობით, ამის სასუალებწას გოგონა არ აძლევდა. გადავიდა აგრესიაზე, გინებაზე, ამბობდა, რომ სუს-შ ჰყავდა ოჯახის წევრები. ჩემს მეუღლეს ტელეფონი დაუზიანა, გახდა არაადეკვატური, გარბის გარეთ და ამის შემდეგ იწყებს ბოთლების უმისამართოდ სროლას". - ამბობს თვითმხილველი.
მაღაზიას ჰყავს დაცვის თანამშრომელიც, თუმცა მან ახალგაზრდა მამაკაცის შეკავება ვერ შეძლო.
"პირველების" ინფორმაციით, დაკავებული ნასამართლევია, მას ხულიგნობის ბრალდებით 3 წლამდე პატიმრობა ემუქრება.