"მეშინოდა, ძალიან სტრესული იყო" - რას ყვებიან BBC-ის გამოძიებაში ჩართული პირები, რომლებმაც მტკიცებულებები მოიპოვეს
როგორ მუშაობს მილიარდ დოლარიანი თაღლითური სქემა? - BBC-ის გამომძიებელმა ჟურნალისტებმა, თითქმის ერთსაათიან რეპორტაჟში აჩვენეს ექსპერიმენტი, რომელიც საკუთარ თავზე ჩაატარეს.
ინგლისელი ჟურნალისტების შეგროვებული ცნობებით, თაღლითური კომპანიების მხრიდაან მსხვერპლის შერჩეევა ფინანსური შემოსავლების შესწავლით იწყებოდა ამის შემდეგ კი, ანონიმური ზარებით შერჩეულ კანდიდატებს კონკრეტულ სერვისებს სთავაზობდნენ.
გერმანიამ ტრანსნაციონლაური სქემის გაშიფვრა 2017 წლიდან დაიწყო, დააკავეს ასობით ადამიანი, თუმცა სქემა იმდენად მასშტაბური აღმოჩნდა, რომ გამოძიება ევროპის მასშტაბით ახლაც გრძელდება.
დასაწყისში საერთოდ არ ვიყავით დარწმუნებული, მოვახდენდით თუ არა ეჭვმიტანილების იდენტიფიცირებას და დავაკავებდით თუ არა საერთოდ. მაგრამ 3 წლის შემდეგ, ჩვენ ვხედავთ, რომ ასობით ადამიანი დავაკავეთ და შევძელით თაღლითების უზარმაზარი ქსელის იდენტიფიცირება".- ამბობს გერმანელი პროკურორი.
პირი, რომელიც თაღლითური საქმიანობის შესახებ მტკიცებულებების შეგროვებაში დაეხმარა გერმანელი პროკურატურას და მათთვის მუშაობდა თვეების განმავლობაში, BBC-თან ინტერვიუში ანონიმურად ამბობს, რომ ძალიან სტრესული იყო მისთვის ადგილზე დარჩენილიყო.
ეს ადამიანი დღეს, უსაფრთხოების დაცვის მიზნით, მოწმეთა დაცვის პროგრამაშია.
ძალიან მეშინოდა რომ დამიჭერდნენ, ძალიან სტრესული იყო ფსიქოლოგიურად. გადავწყვიტე იქ დავრჩენილიყავი, რათა საჯაროდ მეცნობებინა დანაშაულის შესახებ და პოლიციას დავხმარებოდი მტკიცებულებების მოგროვებაში. მილტონ ჯგუფი ისევ ოპერირებს ბაზარზე. ისინი უფრო დიდი ფულის კეთებაზე გადავიდნენ. 2017 წლის შემდეგ, მილტონ ჯგუფმა 1 მილიარდი დოლარის მოგება ნახა. არც ერთი ცენტრი ნამდვილ ვაჭრობაში არ წასულა.