როგორ პარავდნენ ფულს ევროპელ პენსიონერებს? - საუკუნის ძარცვის სქემა გაშიფრულია

14.04.23 20:14
როგორ პარავდნენ ფულს ევროპელ პენსიონერებს? - საუკუნის ძარცვის სქემა გაშიფრულია

როგორ პარვდნენ თბილისიდან ევროპელ  პენსიონერებს  მილიონობით დოლარს - საუკუნის ძარცვის სქემა გაშიფრულია.  BBC-ის ჟურნალისტებმა საგამოძიებო რეპორტაჟში რამდენიმე ექსპერიმენტი ჩაატარეს.  

ირკვევა, რომ მას შემდეგ, რაც  თბილისის ქოლცენტრის ანგარიშზე მოტყუებული ევროპელი პენსიონერები ფულს რიცხავდნენ, თანხის დანაწევრება ხდებოდა, რომ ფულის კვალი ვერავის ენახა. საბოლოოდ კი, მოპარული თანხა ოფშორული კომპანიების ხელმძღვანელების ჯიბეში მიდის. 

სწორედ ამ სქემის შემქმნელად ასახელებს ბიბისი   დავით კეზერაშვილს, რომელსაც ბრიტანელი ჟურნალისტები რეპორტაჟში მისტერ ოფშორად მოიხსენიებენ.  

ასობით მტკიცებულება კომპანიებიდან თაღლითური სქემის ერთ-ერთმა მონაწილემ გამოიტანა. დოკუმენტების გაშიფვრის შედეგად კი დაადგინეს კეზერაშვილისა და ქოლცენტრების კავშირები.  დამატებითი და უტყუარი მტკიცებულებები კი პანამის დოკუმენტებში აღმოაჩინეს.

თაღლითურ  სქემას რამდენიმე ქვეყანასი დაზარალებულთა ჯარი ჰყავს.  მძარცველებმა წინასწარ იცოდნენ, ვინ უნდა გამხდარიყო თაღლითობის მსხვერპლი. 

ვრცლად ნახეთ ინა ცარციძის რეპორტაჟში.