თბილისში, ნუცუბიძის პლატოზე გაჩენილ ხანძარს ქალი ემსხვერპლა

15.04.23 16:26
თბილისში, ნუცუბიძის პლატოზე გაჩენილ ხანძარს ქალი ემსხვერპლა

თბილისში, ნუცუბიძის პლატოზე გაჩენილ ხანძარს მოხუცი ქალი ემსხვერპლა. 

ცეცხლის გაჩენის დროს ქალი სახლში მარტო იყო. 

ნუცუბიძის მესამე პლატოზე ცეცხლი მრავალსართულიანი კორპუსის ბოლო სართულზე გაჩნდა. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ადგილზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. 

"მომვლელთან ერთად ცხოვრობდა, დღეს მარტო ყოფილა სახლში. 80-81 წლის იყო. ხანძრის მიზეზად ვირაცეები სანთელს ამბობენ, ვიღაცები ელექტროენერგიას. არვიცი". - ამბობს მეზობელი.