გურიაში სააღდგომო "ლელობურთის" თამაში იმართება

გურიაში სააღდგომო "ლელობურთის" თამაში მიმდინარეობს. ცენტრალური მაგისტრალის ერთკილომეტრიანი მონაკვეთი გადაკეტილია. ტერიტორიაზე სამართალდამცველები და სასწრაფო დახმარების ჯგუფები არიან მობილიზებული. ერთმანეთს ქვემოდა ზემო შუხუთელები ეჯიბრებიან.
მოთამაშეები დროში შეზღუდულები არ არიან. არც ასაკობრივი ზღვარია დაწესებული და არც წესები მოქმედებს.
წელს შეჯიბრში სასულიერო პირიც მონაწილეობს. თამაშობენ უცხოელებიც. სპეციალურად ამ დღისთვის შეკერეს ქვიშით სავსე ტყავის ბურთი, რომელიც 16 კილოგრამს იწონის.
"ლელობურთის" თამაში ყოველწლიური სააღდგომო ტრადიციაა, რომელიც სოფელ შუხუთში იმართება. ის სათავეს მე-19 საუკუნიდან იღებს. მოგებულად ის გუნდი ითვლება, რომელიც ბურთს ხიდის მათ მხარეს გადაიტანეს, რის შემდეგაც ეს ბურთი ყველაზე ახალგაზრდის საფლავზე მიაქვთ.
თამაში საკმაოდ სახიფათოა. ყოფილა შემთხვევები, როდესაც თამაშის დროს ადამიანიც გარდაცვლილა. ასევე, იყო შემთხვევა, როდესაც "ლელობურთის" თამაშ დღენახევარი გაგრძელებულა.