მავთულხლართებთან დატოვებული პასკა და წითელი კვერცხები - აღდგომა საოკუპაციო ხაზთან
მავთულხლართს მიღმა უპატრონოდ მიტოვებული საფლავები - საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებმა ჭირისუფლებმა გარდაცვლილი ოჯახის წევრებისთვის პატივის მიგება ვრცე წელს შეძლეს. ადგილობრივებმა სიმბოლურად წითელი კვერცხები და სანთლები მავთუხლართებთან დატოვეს, სადაც მეორე დღეა უსაფრთხოების განსკაუთრებული რეჟიმი მოქმედებს. შიდა ქართლშიც და სამეგრელოშიც რუსი ე.წ მესაზღვრეები საოკუპაციო ზოლზე პატრულირებენ.
სპეციალური რეჟიმი მოქმედებს ენგურის ხიდზეც. ოკუპირებულ აფხაზეთში მყოფებს საქართველოს კონტროლლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლას უზღუდავენ. ვისაც სპეციალური დოკუმენტი არ აქვს, ვერც გალშ გადადის. წესების დარღვევების შემთხვევაში საქართველლოს მოქალაქეებს პატიმრობა ემუქრებათ.
ვრცლად ნახეთ გვანცა ჩხიკვაძის რეპორტაჟში.