მოშიმშილე ბავშვებში სკოლებში - რა გეგმა აქვს საქართველოს ხელისუფლებას
იუნისეფის და საქსტატის ერთობლივი, უახლესი ანგარიშის მიხედვით, საქართველოში, მოსწავლეების 35% სკოლაში, სიდუხჭირის გამო, საკვებს ვერ იღებს.
საგანგაშო კვლევის შემდეგ, ირაკლი ღარიბაშვილის მრჩეველი ადამიანთა უფლებათა საკითხებში ამბობს, რომ ბავშვებს აუცილებლად უნდა ჰქონდეთ წვდომა კვებასთან დაკავშირებით და ამ მიმართულებით მუშაობა მიდის.
"ბავშვთა კვება არის ნამდვილად პრიორიტეტი და თვითონ კვლევაშიც გამოიკვეთა, რომ ბავშვთა კვება არამხოლოდ ხელმისაწვდომი უნდა იყოს თვითონ სკოლებში, არამედ უნდა იყოს იაფი იმისთვის, რომ ბავშვებს ჰქონდეთ წვდომა კვებასთან დაკავშირებით, ამიტომ ამ მიმართულებით მუშაობა მიდის და აუცილებლად გაგრძელდება."- ამბობს ღარიბაშვილის მრჩეველი.
განათლების მინისტრის წარმომადგენელი კი აცხადებს, რომ მიმდინარეობს მსჯელობა, რომ სკოლაში საკვები შეიტანონ, თუმცა ეს მოხდება თანადაფინანსებით, ანუ ნაწილის გადახდა მოუწევს მშობლებს, ნაწილი სახწელმწიფოს.
"ჩვენ ველოდებოდით რა მზაობა ექნებოდათ მშობლებს წილობრივად მაინც გადაეხადათ სასკოლო კვების პროგრამა. კვების პროგრამა ძვირადღირებულია. ცხადია, ვისაც არ შეუძლია გადახდა, ისევე როგორც სხვა კომპონენტებში, ამავე კვლევაში იყო აღნიშნული ფუნქციური სირთულეების მქონე ბავშვზე მიმართული დახმარება, ანუ სახელმწიფო ითვალისწინებს ამას და იქნება ეს თანაგადახდის მოდელები."- ამბობს განათლების სამინისტროს წარმომადგენელი.
იუნისეფის და საქსტატის ერთობლივ კვლევაში კითხვაზე, უნდა უზრუნველყოფდეს თუ არა სკოლა ბავშვს საკვებით, სასკოლო ასაკის ბავშვების შობლების/ოჯახის წევრების დიდი უმრავლესობა დადებითად პასუხობს (83.2%)
რესპონდენტების (74.2%), მათ შორის მატერიალური და სოციალური დანაკლისის მქონე ბავშვების მშობლების, უმრავლესობა მზად არის, გადაიხადოს თანხა სასკოლო კვების პროგრამებში, თუკი ეს თანხა მათთვის ხელმისაწვდომი იქნება.
კვლევაში ჩართული იყო 1,279 რესპონდენტი და შეგროვდა ინფორმაცია მათ შინამეურნეობაში მცხოვრებ 2.438 ბავშვზე. კვლევის ინსტრუმენტის შექმნაზე ერთობლივად მუშაობდნენ „გაეროს ბავშვთა ფონდის კვლევის ოფისი“ Innocenti და „გაეროს ბავშვთა ფონდის“ საქართველოს ოფისი.
კვლევა სრულად ნახეთ აქ.