"პოლიციელებო დადექით ბავშვების სიცოცხლის მხარეს, ჩვენ ყოველდღიურად გვიკვდება შვილები" - პროტესტი კანცელარიასთან
აქონდროპლაზიის მქონე მშობლების პროტესტი ღარიბაშვილის სამსახურთან - მშობლები პოლიციელებს მოუწოდებენ, რომ ბავშვების სიცოცხლის მხარეს დადგნენ და მათ პრემიერთან შეშვებას სთხოვენ.
პოლიციელებო დადექით ბავშვების სიცოცხლის მხარეს, შეგვიშვით შიგნით. თუ პრემიერი და აქ მომუშავე ადამიანები ჩვენ არ შეგვხდება, მაშინ ვერ შეხვდება ვერავის. ჩენ მართალია ვართ უმცირესობაში, მაგრამ ყველაზე მაღალი ხმა გვაქვს, იმიტომ, რომ ვართ ყველაზე გამწარებული ადამიანები. ჩვენ ყოველდღიურად გვიკვდება შვილები და მათ ვაცოცხლებთ მარტო. ჩვენს უკან არ დგას სახელმწიფო და დროა დადგეს. და ვისაც ჩვენი შვილების ცუდად ყოფნაშ ეჭვი ეპარება გამოგყვნენ სახლებშ და დავარწმუნებთ". - ამბობს მშობელი.
ირაკლი ღარიბაშვილის სამსახურთან ხმაურია. ეზოში აღმართული რკინის ღობე საპროტესტო ბანერებით აჭრელდა.
"ნუ გვატყუებთთ, დაუფინანსეთ წამალი ბავშვებს" - ასეთი შეძახილებით პრემიერამდე ხმის მიწვდენას აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე მოზარდების დედები ცდილობენ.
მშობლებს კანცელარიაში პოლიცია არ უშვებს, ამიტომ დედები ხელების რკინის ღობეზე ბრახუნით ცდილობენ პრემიერს პროტესტის ხმა გააგონონ.