კახეთში 26 წლის შვილიშვილმა 77 წლის ბებია სავარაუდოდ გააუპატიურა
კახეთში 26 წლის შვილიშვილმა სავარაუდოდ, 77 წლის ბებია გააუპატიურა. შემთხვევა თელავის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში მოხდა.
ერთ-ერთი ვერსიით, საქმე მას შემდეგ გახმაურდა, როცა ძალადობის დროს მამამ შეუსწრო, რის შემდეგაც ხანდაზმულმა შეძლო და მომხდარის შესახებ პოლიციას შეატყობინა.
როგორც ბებიისგან ვიცით , შვილიშვილმა მასზე რამდენჯერმე იძალადა. მომხდარით შიკირებულები ვართ . ეს ბიჭი ბოლო რამდენიმე წელია ფსიქოლოგიური პრობლემები ჰქონდა, თუმცა ამას თუ გააკეთებდა ვერავინ წარმოვიდგენდით, - ამბობენ თანასოფლელები.
განახლება: გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე და 138-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთასა და სექსუალური ხასიათის ძალმომრეობით მოქმედებას გულისხმობს.