გაბონის ტერიტორიული წყლებიდან მეკობრეებმა ქართველი მეზღვაურები გაიტაცეს

02.05.23 20:06
გაბონის ტერიტორიული წყლებიდან მეკობრეებმა ქართველი მეზღვაურები გაიტაცეს

ამ დრომდე უცნობია ორი ქართველი მეზღვაურის ადგილსამყოფელი, რომლებიც  გაბონის ტერიტორიული წყლებიდან მძევლად აიყვანეს.  სულ ღუზაზე მდგომი გემიდან სამი პირია გატაცებული, მათ შორის ორი საქართველოს მოქალაქეა. სამხრეთ აფრიკაში საქართველოს საკონსულო  და საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო  გემთმფლობელ კომპანიებთან  მეზღვაურების ტყვეობიდან გამოხსნის მიზნით მუშაობენ.  ინფორმაცია უკვე აქვთ გატაცებული მეზღვაურების ოჯახის წევრებს.

ვრცლად ნახეთ ანა მდივანის რეპორტაჟში. 

 

 

მსგავსი სიახლეები