მტკიცებულებათა შესაძლო ფალსიფიკაცია - ბაჩალიაშვილის საქმის ყოფილი გამომძიებელი დუმილის რეჟიმში გადავიდა

02.05.23 20:30
მტკიცებულებათა შესაძლო ფალსიფიკაცია - ბაჩალიაშვილის საქმის ყოფილი გამომძიებელი დუმილის რეჟიმში გადავიდა

თამარ ბაჩალიაშვილის საქმის ყოფილი გამომძიებელი პროკურატურის კითხვებს არ პასუხობს. სერგო შუბითიძე, რომელიც ამტკიცებს, რომ ახალგაზრდა პროგრამისტი მოკლულია და მტკიცებულებები გააქრეს, ახლა  დუმილის რეჟიმში გადავიდა. ეს მას შემდეგ, რაც  პროკურატურამ, პრაქტიკულად, გამორიცხა მის მიერ ისეთი საგამოძიებო მოქმედების ჩატარება, რომელიც საქმეზე გავლენას მოახდენდა. 

პროკურატურამ გამოძიება  სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულებათა შესაძლო ფალსიფიკაციის ფაქტზე სწორედ გამომძიებლის მიერ საჯარო სივრცეში  გაკეთებული განცხადების საფუძველზე დაიწყო. სერგო შუბითიძე გამოკითხვაზე დაიბარეს, თუმცა უშედეგოდ.  შს სამინისტროს ყოფილი თანამშრომელი  ამბობს, რომ მხოლოდ მაგისტრი მოსამართლის შეკითხვებს უპასუხებს. საქმეზე დაწყებული გამოძიების მუხლის გადაკვალიფიცირებას ითხოვს  თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი.

ვრცლად ნახეთ ანა მდივანის რეპორტაჟში.