ინგა გრიგოლია პრეზიდენტს: დაასრულეთ ნიკა გვარამიას პოლიტიკური პატიმრობა
ნიკა გვარმიას გათავისუფლების მოთხოვნით პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან ჟურნალისტები იმყოფებიან. ადგილზე მისული მედიის წარმომადგენლები პრეზიდენტს "ოცნების" პოლიტიკური მძევლის გათავისუფლების მოთხოვნით მიმართვენ.
"ჯერ კიდევ ვიტოვებ იმედს, რომ საქართველოს პრეზიდენტმა შესაძლებელია გაიგოს ჩვენი ხმა. როგორც ვიცი, ერთადერთი ამას აქვთ ხელთ ბერკეტი, რომ ნიკა გვარამიას პოლიტიკური პატიმრობა დაასრულოს და უკანონოდ დაპატიმრებული მედია-მენეჯერი გამოუშვას გარეთ.
ის როდესაც საუბრობს ევროინტეგრაციაზე, მე მომწონს მისი განცხადებები და მინდა, რომ მისი სიტყვები უბრალოდ სიტყვები არ იყოს და მან ერთხელ და სამუდამოდ მიიღოს თავის თავთან გადაწყვეტილება და გაათავისუფლოს ნიკა გვარამია". - ამბობს ინგა გრიგოლია.