სროლა "ვერის საძმოს" წევრის მისამართით და "გიჩოს" დაცვის საპასუხო გასროლა - რა მოხდა ვერაზე (ახალი დეტალები)

04.05.23 21:02
 სროლა "ვერის საძმოს" წევრის მისამართით და "გიჩოს" დაცვის საპასუხო გასროლა - რა მოხდა ვერაზე (ახალი დეტალები)

"პირველებისთვის" ვერაზე მომხდარი სისხლიანი დაპირისპირებისა და მკვლელობის შესახებ დამატებითი დეტალები ხდება ცნობილი. 

"ტვ პირველის" ინფორმაციით, ორი დაჭრილიდან ერთ-ერთი ე.წ. ვერის საძმოს წევრი, გივი მარგველაშვილი, იგივე "გიჩოა".

ერთ-ერთი ვერსიით, "გიჩოს" რამდენიმე პირი საცხოვრებელი სახლთან დახვდა და ძველ კონფლიქტის გამო დაუპირისპირდა. სროლას წინ ხმაური და გარჩევა უძღოდა. 

ჩვენთვის მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ე.წ. გარჩევისას "გიჩოს" მისამართით გაისროლეს, რა დროსაც მარგველაშვილის დაცვის წევრმა, საპასუხო გასროლა განახორციელა. 

რაც შეეხება მოკლულს, ის 40 წლამდე კაცია. გოგებაშვილის ქუჩაზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. 
 

მსგავსი სიახლეები