ვის ეკუთვნის აღმაშენებლის გამზირზე მდებარე ქოლცენტრი?

05.05.23 20:14
ვის ეკუთვნის აღმაშენებლის გამზირზე მდებარე ქოლცენტრი?

ვის ეკუთვნის აღმაშენებლის გამზირზე მდებარე ქოლცენტრი? -  "პირველების" მოპოვებული ინფორმაციით, ფართი აღამშენებლის 75 ნომერში, სადაც პოლიცია მთელი ღამე ქოლცენტრს ეძებდა, შპს "ლაიან გრუპს" ჰქონდა ნაქირავები, რომლის  100%-იანი მფლობელი მიხეილ არახამიაა. 

ირკვევა, რომ ეს უკანასკნელი დევნილთა საცხოვრებელში ცხოვრობდა, თუმცა  უნივერსიტეტის ქუჩაზე მცხოვრებლები ამბობენ, რომ კაცმა  ერთადერთი ბინა მათ მეზობლად უკვე  გაყიდა და იქ აღარ უნახავთ. ამის მიუხედავად, დღემდე აქაა რეგისტირებული კოპანია "ლაიონს გრუპის" ხელმძღვანელი და 100 % წილის მფლობელი, რომლის საქმიანობსაც სამართალმდავცლები იძიებენ.

მიხეილ არახამiამ კომპანია 2023 წლის 12 აპრილს დააფუძნა, მანამდე მას საკუთარ სახელზე არანaiრი ბიზნესი არ ჰქონდა. 

აღმაშენებლის  75 ნომერში მდებარე ეს შენობა შპს მისანს ეკუთვნის. კომპანიის 33 %-იან წილს ლომგულ ჭკუასელი ფლობს. სწორედ ლონგურ ჭკუასელთან მივიდა არახამია რამდენიმე კვირის წინ და უთხრა, რომ ტერიტორია სადაც მანამდე ფრანგული კულტურის სკოლა იყო, სასწავლო ცენტრითვის უნდა ექირავებინა. 

ლონგურ ჭკუასელი ამტკიცებს, რომ მის ფართში საეჭვო საქმიანობის შესახებ არაფერი იცოდა.

ვრცლად ნახეთ ანა მდივანის რეპორტაჟში. 

 

 

მსგავსი სიახლეები