"გამოძიების საფუძველია" - ლაშა ფარულავა ღარიბაშვილის მამულებზე
პრემიერ-მინისტრის მამულების შესახებ "ნოდარ მელაძის შაბათის" ხმაურიანი რეპორტაჟის შემეგ ოპოზიცია გამოძიების დაწყების აუცილებლობას ხედავს. "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ლაშა ფარულავა ამბობს, რომ ირაკლი ღრაიბაშვილი ანტიდასავლური პროპაგანდის პარალელურად ქონებას იფართოებს, რომელიც მას აუცილებლად უნდა ჩამოერთვას.
ირაკლი ღარიბაშვილი ველური ანტიდასავლური პროპაგანდის კვალდაკვალ იფართოებს ქონებას. ბაკურიანში ცოლს ტყე გაუფორმა, ხოლო დედოფლისწყაროში საკუთარი მამა ფეოდალად გამოაცხადა, რომელიც იფართოებს და ისაკუთრებს მამულებს, სავარაუდოდ, ავიწროებს ადგილობრივ მოსახლეობას და ცხადია, ამას მომავალში, მომავალი მთავრობა, გახდება საფუძველი, რომ დაიწყოს გამოძიება და ეს ქონება, ცხადია, ჩამოერთმევა ირაკლი ღარიბაშვილს და დადგება მისი პასუხისმგებლობა, - ამბობს ლაშა ფარულავა.
2023 წლიდან ირაკლი ღარიბაშვილს საქართველოს პრეზიდენტის სასახლეზე ორჯერ უფრო დიდი, პირადი საგვარეულო მამულები აქვს - ტერიტორიამ, სადაც პრემიერის ოჯახის ძველი და ახალი რეზიდენციები დგას, საქართველოს პატრიარქის, ილია მეორეს რეზიდენციის ფართობს მიაღწია.
"შაბათის ეთერის" ჟურნალისტური გამოძიებით დგინდება, რომ პრემიერ-მინისტრად არჩევიდან დღემდე ირაკლი ღარიბაშვილის მამამ დედოფლისწყაროში მეზობლების გასახლება დაიწყო და საგვარეულო მამულები უკვე მეშვიდედ გააფართოვა.