წერეთლის გამზირზე სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს სამარხები აღმოაჩინეს
წერეთლის გამზირზე სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს სამარხები აღმოაჩინეს. ადგილზე არქეოლოგები მუშაობენ და სამარხებს სწავლობენ. გათხრები დიდუბის პანთეონის წინ მიიმდინარეოებს. სოციალურ ქსელში გავრცელებულ კადრებში აგურის ფრაგმენტები ჩანს.
სპეციალისტების დასკვნით ნაგებობები მე-19 საუკუნის აკლდამებს წარმოადგენს. პროცესში ჩართულია ძეგლთა დაცვის სააგენტოც.