მოსამართლეები ორ ცეცხლ შუა არიან, დასანქცირების ეშინიათ - ბექა გრიგორიადისი პროცესის გაჭიანურებაზე
21 წლის მომიტინგის, ლაზარე გრიგორიადისის მამა ეჭვობს, რომ პროცესი მხოლოდ იმიტომ ჭიანურდება, რომ არცერთ მოსამართლეს აღნიშნული საქმის აღება არ უნდათ. ბექა გრიგორიდისის თქმით, მოსამართლეები ახლა ორ ცეცხლ შუა არიან, რადგან არცერთ მათგანს დასანქცირება არ სურს.
უკანონოდ დაკავებული 21 წლის ბიჭის მამა ამბობს, რომ უსამართლო გადაწყვეტილების შემთხვევაში ყველაფერს გააკეთებს, რათა ვერდიქტის გამომტანი მოსამართლე დასანქცირდეს.
ჩვენ გუშინვე უნდა გვცოდნოდა და კაი ხნის წინ უნდა გვცოდნოდა, მაგრამ როგორც ჩანს, არის ის ვარაუდი, რომ მე-5 სანქცირებული მოსამართლე განჩნდეს საქართველოში და ფიქრობენ, ღირს თუ არა ამ საქმის აღება. ეს ეჭვიც არის, შეიძლება ეშინიათ მოსამართლეებს უკვე, აღარ იციან, რა ქნან. ორ ცეცხლს შუა არიან, არ იციან, რომელი ამოირჩიონ, რუსული უკანა ბოსტანი თუ დასავლეთი. მე ხომ შევპირდი, ვინც არ უნდა იყოს მოსამართლე, ხომ ვიცით, რომ არასწორ გადაწყვეტილებას მიიღებს, ის აუცილებლად გახდება სანქცირებული, იმიტომ, რომ თუ რამე ჯანი მაქვს და რამეს გავაკეთებ, იმას გავაკეთებ, რომ ეს ადამიანი იქნება სანცირებული. მოვა დრო, როცა იქნება ნორმალური სასამართლო, როცა ეყოლება ნაფიც მსაჯულთა სასამართლო, აუცილებლად ყველა გასამრთლდება ასეთ ნორლაურ სასამართლოშ, - ამბობს ლაზარეს მამა ბექა გრიგორიადისი.
საქალაქო სასამართლოში დღეს ლაზარე გრიგორიადისის პროცესი 11:00 საათზე იყო ჩანიშნული, თუმცა სხდომა ამ დრომდე არ გახსნილა. ამ დრომდე უცნობია ისიც, ვინ განიხილავს ახლგაზდრა მომიტინგის საქმეს.