ვიცნობ, მაგრამ ჩვენი პარტიის წევრი არ არის"- უკრაინის დროშის ჩამოხევაზე "ალტ ინფო" პასუხისმგებლობას არ იღებს

08.05.23 13:56
ვიცნობ, მაგრამ ჩვენი პარტიის წევრი არ არის"- უკრაინის დროშის ჩამოხევაზე "ალტ ინფო" პასუხისმგებლობას არ იღებს

ვაკის პარკში მომხდართან დაკავშირებით პასუხისმგებლობას "ალტ ინფო" არ იღებს. კოკა მორგოშიას მტკიცებით, ვასილ გოგალაძე პრორუსული პარტიის წევრი არ არის. 

კოკა მორგოშია არ უარყოფს, რომ ვასილ გოგალაძეს ის პირადად იცნობს.

"არაფერი არ ვიცი, გარდა იმისა, რომ თქვენი ჟურნალისტები დამიკავშირდნენ, მკითხეს ამ ფაქტზე და მანახეს სურათი პიროვნების, რომელიც ჩვენი პარტიის წევრი არ არის და არც არასდროს არ ყოფილა, შესაბამისად ჩვენთან, მაგ ფაქტს არაფერი კავშირი არ აქვს. არ არის ჩვენი პასუხისმგებლობა, პიროვნება, რომელზეც მეკითხებით ჩვენი პარტიის წევრი არ არის. ცნობით მეცნობა, არ ვუარობ ფაქტს, რომ ვიცნობ პირადად, მაგრამ ჩვენი პარტიის წევრი არ არის" - ამბობს კოკა მორგოშია.

შეგახსენებთ, ვაკის პარკში ვასილ გოგალაძემ უკრაინის დროშა დემონსტრაციულად ჩამოხსნა და დახია. ფაქტის ამსახველი კადრები კი მან სოციალური ქსელით გაავრცელა.

მსგავსი სიახლეები